გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ღრმავდება

1-04-2018

რეგიონში არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში - თურქეთის ქალაქ გირესუნში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა. მასპინძელი ქვეყნის მინისტრმა კოლეგებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და სამი ქვეყნის საერთო გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს, თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა ლევან იზორიამ, ნურეთინ ჯანიქლიმ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით დაადასტურეს.


ერთობლივ პრესკონფერენციაზე კოლეგებმა სამმხრივი მინისტერიალის შედეგები შეაჯამეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს. ლევან იზორიას განცხადებით, სამი ქვეყნის თანამშრომლობა რეგიონში სამაგალითოა: „მოხარული ვარ, რომ ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც თანამშრომლობის უფრო გაფართოებულ ფორმატებს ითვალისწინებს და ადექვატურად ასახავს იმ დინამიკას, რომელიც წლების განმავლობაში მივიღეთ და საუკეთესო საფუძველს გვაძლევს მომავალი განვითარებისთვის.“


ლევან იზორიამ თურქეთში ვიზიტი დედაქალაქ ანკარაში, ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში შეხვედრით დაიწყო, სადაც მას თურქმა კოლეგამ ნურეთინ ჯანიქლიმ უმასპინძლა. ანკარადან თავდაცვის მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად სამმხრივ მინისტერიალზე დასასწრებად ქალაქ გირესუნში გაემგზავრა. ორდუ-გირესუნის აეროპორტში სპეციალურად მინისტრთან შესახვედრად თურქეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლები მივიდნენ. გირესუნისა და ორდუს ვილაიეთებში მცხოვრებმა ქართული წარმოშობის მოქალაქეებმა საქართველოს დელეგაციას გულთბილი და ემოციური დახვედრა მოუწყვეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930