გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

1-04-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა რუსთაველის გამზირის , ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის, საირმის გორის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, აკაკი წერეთლის გამზირის, სოფელ ფონიჭალის, მარნეულის, ხერხეულიძის, სართიჭალას, ბოროდინის, ფაღავას, თამარაშვილის, ქავთარაძის, საბურთალოს, კარტოზიას, ანტონოვსკაიას, შევარდენიძის და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას წყნეთის გზატკეცილის, მეტრო ღრმაღელეს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის, ქსნის, ვარდისუბნის, არბოს, ცოტნე დადიანის, ცისარტყელას, ბენდელიანის, ვახტანგ ნინუას და ზესტაფონის ქუჩების მაცხოვრებლები.


ასევე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა ილია ვეკუას, გელათის, ვახტანგ გორგასლის, გიორგი წერეთლის, კლარჯეთის, ბარათაშვილის, ბაჩანას, არმაზის, არარატის, აბდუშელიშვილის, კარდენახის, ლომოურის, სამოქალაქოს, ალვანის, ავლაბრის, რუისის, მეტეხის, ჩეხოვის, ფერისცვალების, ცუცქირიძის, იორის, ხიდისთავის, გელათის, გაბრიელ ეპისკოპოსის, დუშეთის, სამრეკლოს, ხარაგაულის, ლადო ალექსი მესხიშვილის, ერევნის, ბახვის, ურიცკის, ქედის, გაბისკირიას, გრემის, ელენე ახვლედიანის, სპარტაკის, ჯავის, მოლოკოვის, ზედაზენის, სააკაძის, რიონჰესის, ბენდელიანის და დადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


გარდა ამისა, 12 საათიდან 15 საათამდე ელექტროენერგიას პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლები, 11 საათიდან 18 საათამდე მუხიანის I და II მიკრორაიონების, ალეკო გობრონიძის, ილორის, ზარზმის, სარაჯიშვილის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლები, 10 საათიდან 17 საათამდე საქართველოს მთლიანობისთვის მებრძოლთა და მაისურაძის ქუჩების მაცხოვრებლებ, 11 საათიდან 13:30 საათამდე ზღვისუბნის დასახლების VIII კვარტლის, მესხის, კელაპტრიშვილის, სტურუასდა ხუდადოვის ქუჩების მაცხოვრებლები, 12 საათიდან 15 საათამდე უშანგი ჩხეიძის ქუჩის მაცხოვრებლები, ხოლო 12 საათიდან 14 საათამდე ბოლო აღმართის, ამაღლების და წავკისის ქუჩების მაცხოვრებლები ვერ მიიღებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031