გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით შერაზადიშვილმა და შოთა რეხვიაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში ჰუბერტ ქნირშთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართეს

1-07-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში ეწვია. ელჩმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ბოლნისში არსებული ძველი გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის საკითხები განიხილეს.

შეხვედრას ასევე დაესწრო DVV International-ის რეგიონალური დირექტორი კავასიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მაია ავრამოვსკა და სამხრეთ კავკასიაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის თავმჯდომარე ოლივერ რაისნერი, რომლებმაც მერთან ქალაქ ბოლნისში ზრდასრულთა განათლების ცენტრის პერსპექტივებსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის გეგმების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ, ელჩი და სხვა ოფიციალური სტუმრები, მუნიციპალტეტის მერთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ძველ გერმანულ უბანს ესტუმრნენ, იქ არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას გაეცნენ და ყოფილი სომხური სკოლის სარეაბილიტაციო სამუშოები მოინახულეს, სადაც გერმანულ-ქართული კულტურის ცენტრის გახსნა იგეგმება.

პროექტი ქართულ-გერმანული დაფინანსებით განხორციელდება. პირველი ეტაპი, რომელიც შენობის გადახურვასა და ფასადის რეაბილიტაციას გულისხმობს, უკვე დასრულებულია, მეორე ეტაპზე კი შიდა ინტერიერის მოწესრიგება იგეგმება. მეორე ეტაპის განსახორციელებლად ადგილობრივ ბიუჯეტში 380 000 ლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

„დღეს გერმანიის ელჩთან საქართველოში ჰუბერტ ქნირშთან სამუშაო შეხვედრა გავმართეთ და ბოლნისში არსებული ძველი გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის საკითხებზე ვიმსჯელებთ. ბატონ ქნირშთან ერთად ასევე მოვინახულეთ ძველი გერმანული უბნები და ყოფილი სომხური სკოლა, რომელშიც ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრის გახსნა იგეგმება. მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, მსგავსი შეხვედრები კი ამ მხრივ ქმედითი ნაბიჯების გადადგმაში გვეხმარება. მოხარული ვარ, რომ მუნიციპალიტეტს გერმანულ მხარესთან აქტიური და ნაყოფიერი ურთიერთანამშრომლობის პრაქტიკა აქვს“, - განაცხადა ბოლნისის ბუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930