2-07-2020
ნიკა გვარამიამ გადაცემაში “მთავარი აქცენტები”, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სკანდალური განცხადება გააკეთა. წყაროზე დაყრდნობით, მან განაცხადა, რომ დაპირისპირება გოგონას გამო დაიწყო.
“მე ვისაუბრებ იმას რაც დღეს ჩვენთვის გახდა ცნობილი. ჩიქოვანს ჰქონდა სპეციფიური ინტერსი შაქარაშვილის მიმართ, იმიტომ რომ გოგოს, რომელიც უყვარდა ჩიქოვანს, უყვარდა შაქარაშვილი და ჩიქოვანი იყო აფსაიდში.
აქ ამბავი მათ შორის ამ თემაზე დაიწყო. ჩიქოვანის მიერ, ამოყვანილი ხალხი სპეციფიურად სჯის შაქარაშვილს, მათი მთავარი ინტერესი არის შაქარაშვილი და არავინ სხვა. მე ეს ინფორმაცია მაქვს იმ წყაროსგან, რომელიც შეუძლია მარტივად დაადგინოს გამოძიებამ და იპოვოს ოჯახში” – განაცხადა გვარამიამ.
“პრაიმტაიმი” ვახო ჩიქოვანის ადვოკატს, არჩილ ბერიანიძეს დაუკავშირდა.
– ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, არც კი მსმენია და საიდან მოიტანა ამ ხალხმა ეს ისტორიები არ ვიცი. ჩვენ განცხადებებზე, ჟურნალისტების შეფასებებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. ჩვენ სასამართლოში ვსაუბრობთ სისხლის სამართლის საქმეზე” – განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი, 19 ივნისს მცხეთაში, მეგობრის დაბადების დღეზე დაწყებულ დაპირისპირებას შეეწირა და ოთხდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ 17 პირი დააკავა და არ არის გამორიცხული დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს.