გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკატერინე ტიკარაძე: უწყება ეცდება, აბიტურიენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული და ამავე დროს, უსაფრთხო გარემო შექმნას

2-07-2020

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკითხს- მოიხმარენ თუ არა პირბადეებს აბიტურიენტები გამოცდების დროს, უწყება განათლების სამინიტროსთან ერთად განიხილავს და მიღებული გადაწყვეტილება  საზოგადოებისთვის   უახლოეს დღეებში  გახდება ცნობილი. მისივე თქმით, უწყება ეცდება, აბიტურიენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული და ამავე დროს, უსაფრთხო გარემო შექმნას.  

 

 

 

 

"ეს თემა ჩემთვისაც პირადად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მინდა დავაფიქსირო, რომ ჩემი შვილიც არის აბიტურიენტი. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ როგორც მინისტრი და ამ საქმის უშუალო კურატორი ვარ ჩართული ამ თემატიკაში. ჩვენ ვაწარმოებთ კონკრეტულ მოლაპარაკებებს დღესდღეობით განათლების სამინისტროსთან და რა თქმა უნდა, ჩვენ შევეცდებით შევქმნათ ბავშვებისთვის მაქსიმალურად კომფორტული, მაგრამ უსაფრთხო გარემო. ალბათ, უმოკლეს დღეებში, ეს იქნება ხვალ და ზეგ, გავაკეთებთ უკვე კონკრეტულ განაცხადს ამასთან დაკავშირებით," - განაცხადა  ტიკარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930