2-07-2020
„ჩვენ გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს დესტრუქციული ჯგუფები სიძულვილის ენით ეცდებიან აწარმოონ საარჩევნო კამპანია, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცადოთ რომ დავცალოთ საარჩევნო პროცესი სიძულვილის ენისგან და მეტად პოზიტივზე, საარჩევნო საკითხებზე, პარტიის მიერ წარმოდგენილ საკითხებზე და კონკურენციაზე დაფუძნებით წარვმართოთ ეს საარჩევნო პროცესი.“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
კომიტეტის თავმჯდომარემ იმ ერთწლიან პროცესზე ისაუბრა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებს უძღოდა. მისი განცხადებით პროცესი გამჭვირვალე, და ფართო წარმომადგენლობითი იყო და შესაბამისად დაინიცირდა პროექტი, რომელიც დაეფუძნა ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს.
„ეს ცვლილებები, რომელიც ხორციელდება საარჩევნო კოდექსში, ეფუძნება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს. „ქართული ოცნების“ გუნდმა შევძელით ის, რომ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში წარვმართეთ პროცესი, რომელიც იყო მაქსიმალურად გახსნილი ყველა ამ საკითხით დაინტერესებული პირისთვის და ჩვენ შევქმენით პლატფორმა, სადაც მოვისმინეთ ყველა აზრი, გავცვალეთ პოზიციები და ამის შედეგად დავაინიცირეთ ის პროექტი, რომელიც დაეფუძნა ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს. შესაბამისად, ჩვენ ყველა ძირითადი რეკომენდაცია გავითვალისწინეთ. ეს ნიშნავს იმას., რომ ჩვენ მაქსიმალურად გახსნილად, ფართო წარმომადგელობითობის ფარგლებში და გამჭვირვალედ წარვმართეთ ეს პროცესი და შევძელით ის, რომ პოლიტიკური კონსენსუსი ამ საკითხზე ყველა პარტიას, ყველა საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციას შორის, გარდა ერთისა, ნაციონალური მოძრაობისა, რომელიც ყველამ კარგად იცის რა ჯგუფია და რამდენად ანტისახელმწიფოებრივ და ანტიდასავლურ ინტერესებს ატარებენ.
შესაბამისად, ამ ერთწლიანმა პროცესმა ჩვენ მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული ცვლილებები შემოგვეტანა“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.