გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ლევან ბერძენიშვილი 2013 წელს: ჩვენ უმადური ხალხი არ ვართ და არასოდეს ვივიწყებთ, რომ ხელისუფლებაში ივანიშვილის დახმარებით მოვედით

5-07-2020

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, მათ არასოდეს დაავიწყდებათ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ, ხელისუფლებაში სწორედ ბიძინა ივანიშვილის დახმარებით მოვიდნენ.


ეს განცხადება ბერძენიშვილმა გაზეთ "ვერსია"-ს კორესპონდენტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც "ქართული ოცნების" კოალიციის მდგრადობას და მომავალი მართვის პრინციპებს შეეხებოდა.


"ჩვენ უმადური ხალხი არ ვართ და არასდროს ვივიწყებთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლაში ბიძინა ივანიშვილი დაგვეხმარა. თუ თავად ოცნება იტყვის, რომ უნდა მეგობრებისგან თავი გაითავისუფლოს, მაშინ რა პრობლემაა. უბრალოდ, არ მესმის, ეს რატომ უნდა მოხდეს. მხოლოდ იმიტომ, რომ "რესპუბლიკელები" ერთ-ორ დეპუტატს ნერვებს უშლიან? მერე რა მოხდა, იცით რამდენი რამე მიშლის ნერვებს, მაგრამ ვითმენ. ახლა რომ გითხრათ კოალიცია ანგელოზებით სავსეაო, მართალი არ ვიქნები.


კარგად ვატყობ, კოალიციაში ყველანაირი ხალხია, აკადემიკოსებიდან დაწყებული, წერა-კითხვის უცოდინრებით დასრულებული, მაგრამ ერთად ვართ და ერთმანეთი უნდა ავიტანოთ" - აცხადებდა ლევან ბერძენიშვილი.



p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30