6-07-2020
ოკუპირებული აფხაზეთიდან ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი შუახნის მამაკაცი გვიან ღამით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შეიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მას რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს.
ექიმის ცნობით, დაზარალებულს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„შემოყვანილია შუახნის მამაკაცი, რომელსაც მიყენებული აქვს ჭრილობა ბარძაყის შუა მესამედში. სავარაუდოდ, ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით არის მიყენებული“, - განცხადა მორიგე ექიმმა თეა პაჭკორიამ.