6-07-2020
ვარკეთილში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ავარიული კორპუსებიდან უსაფრთხო ბინებში გადაყვანას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი საცხოვრებელი შენობა გამაგრებას აღარ ექვემდებარება და მიწისძვრის პატარა ბიძგმა ან ძლიერმა ქარმაც კი შეიძლება კორპუსის ჩამოშლა გამოწვიოს.