გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონლაინ შეხვედრისას შხაპის მიღების გამო ესპანელმა პოლიტიკოსმა თანამდებობა დატოვა

6-07-2020

ესპანეთის ერთ-ერთ ქალაქში, მერის მრჩეველმა ონლაინ შეხვედრაზე შხაპის მიღება გადაწყვიტა. რამაც მისი თანამდებობა შეიწირა. ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს.

 

საქმე ისაა, რომ შეხვედრას, რომელზეც მუნიციპალიტეტის პრობლემას განიხილავდნენ, ჟურნალისტები და მოქალაქეები უყურებდნენ.

 

დილით დაწყებული შეხვედრა შუადღეს გადაცდა. ბერნარდო ბუსტილომ, რომელიც დაკავებულ თანამდებობაზე ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა და მეორე პროფესიით ცურვის ინსტრუქტორია, თქვა, რომ მეორე სამსახურში წასვლამდე შხაპის მიღებას ვეღარ ასწრებდა.

 

პრობლემის გადაჭრა მან მულტითასქინგით გადაწყვიტა და აბაზანაში კომპიუტერით შევიდა, რომ ბანაობის პარალელურად შეხვედრისთვის მოესმინა.

 

როგორც გაირკვა, კამერა ჩართული დარჩა და მუნიციპალიტეტის პრობლემის განხილვისას, ეკრანის კუთხეში მისი ბანაობის კადრები გავიდა, თუმცა კადრების დიდი ნაწილი ორთქლის გამო დაბურულია.

 

კოლეგებმა მასთან მაშინვე დარეკეს, თუმცა შხაპის ხმამ ტელეფონის ზარი ჩაახშო.

 

დისკომფორტი მას შემდეგ გაიზარდა, როცა ის შხაპიდან გამოვიდა. პრობლემა ქალაქის მერმა გადაჭრა და შეხვედრა დროზე ადრე დაასრულა.

 

„ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი სამსახურში ნახევრად შიშველმა გავატარე, რადგან მოცურავეების მწვრთნელი ვარ და ჩემი სიშიშვლის არასდროს მრცხვენოდა. თუმცა, გული მწყდება, რომ ჩემი პოლიტიკური ცხოვრების დასასრული სწორედ სიშიშვლესთანაა დაკავშირებული, არადა, ეს არც იმხელა პრობლემაა, როგორიც ბევრს ჰგონია“,- განაცხადა ბერნარდომ.

 

მან ბოდიში მოუხადა ყველას, ვისაც აღნიშნული ინციდენტით დისკომფორტი შეექმნა.

პრაიმტაიმი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930