გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2 აბიტურიენტი გამოცდაზე მაღალი ტემპერატურის გამო არ დაუშვეს

6-07-2020

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე აბიტურიენტების 93% გამოცხადდა, მათგან 2 ახალგაზრდა გამოცდაზე მაღალი ტემპერატურის, ხოლო 2 დაგვიანების გამო, არ დაუშვეს.

მათ ტემპერატურა 38 გრადუსამდე დაუფიქსირდათ და რადგანაც „პისიარ" ტესტი წინასწარ ჩატარებული არ ჰქონდათ, გამოცდის დაწერის უფლება არ მისცეს.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა უკვე 2 საათზე მეტია მიმდინარეობს. გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების თქმით, მასალა საკმაოდ ადვილი იყო და ერთადერთ დისკომფორტს მხოლოდ გამორთული კონდენციონერი წარმოადგენდა.

ეროვნული გამოცდები ქვეყანაში 25 ივლისამდე გაგრძელდება.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930