გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: ივლისში ორი ავიაკომპანია, Wizz Air-ი და Myway Airlines-ი ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეციალურ ჩარტერულ რეისებს რამდენიმე მიმართულებით განახორციელებს

6-07-2020

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ივლისში ორი ავიაკომპანია, Wizz Air-ი და Myway Airlines-ი განახორციელებს სპეციალურ ჩარტერულ რეისებს რამდენიმე მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

 

პრემიერის მრჩეველმა მედიას გააცნო ავიარეისების ჩამონათვალი, რომელიც ივლისში განხორციელდება. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ყველა მოქალაქე, რომელიც დაბრუნდება საქართველოში, ისინი კვლავაც ვალდებულნი იქნებიან, გაიარონ 14 დღიანი კარანტინი, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს.

 

 

„ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელიც COVID-19-ის პირობებში სახელმწიფომ განახორციელა და საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო, რომელმაც შეძლო თავისი მოქალაქეების რეპატრიაცია და დაბრუნება საკუთარ სამშობლოში, კვლავ განახლდება და უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ივლისში ორი ავიაკომპანია, Wizz Air-ი და Myway Airlines-ი განახორციელებს სპეციალურ ჩარტერულ რეისებს რამდენიმე მიმართულებით. ეს მიმართულებები და თარიღები არის შემდეგი - 13 ივლისი - ვარშავა, 15 ივლისი - ბარსელონა, 17 ივლისი - რომი, 22 ივლისი - პარიზი და 28 ივლისი - ათენი. ამ მიმართულებებზე, ჩვენი მოქალაქეებისთვის არ უნდა აღემატებოდეს 200 ევროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ის მოქალაქე, რომელიც დაბრუნდება საქართველოში, ისინი კვლავაც ვალდებულნი იქნებიან, გაიარონ 14 დღიანი კარანტინი, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930