7-07-2020
მინდა დავანგრიო მითი, რომ ზაფხულში აცრა არასასურველია და მაღალ რისკს შეიცავს. მაშინ ძალიან ბევრი ბავშვი დარჩებოდა აუცრელი იმ ქვეყნებში, სადაც სულ ზაფხულია, - ამის შესახებ პედიატრმა, ეკა უბერმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„ვაქცინაციისთვის აბსოლუტურად არ არის უკუჩვენება გარემოს მაღალი ტემპერატურა და საერთოდ პედიატრები წინააღმდეგი ვართ ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციის დარღვევის, ეს დაკავშირებულია მყარი იმუნიტეტის ჩამოყალიბების შემცირებისკენ და შესაბამისად რაც უფრო დაირღვევა აცრის კალენდარი, მით უფრო მაღალია რისკი, რომ კონკრეტული დაავადების მდგრადი იმუნიტეტი არ დადგეს“, - აღნიშნა პედიატრმა.