გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის საიდუმლოებით მოცული ცხოვრება – ვინ არის „უმცროსი ნოდარი“?

8-07-2020

ზოგი მას ნიჭიერ, ახალგაზრდა მწერლად იცნობს, ზოგი ნოდარ დუმბაძის შვილიშვილად, ზოგიც კრიმინალურ „ავტორიტეტად“…

 

ვინ არის რეალურად ნოდარ მაჭარაშვილი, რომლის შესახებ ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომი ნამდვილად არ არის.

 

ლეგენდარული ბაბუის მოსახელე ნოდარ მაჭარაშვილი, როგორც მწერალი ფართო საზოგადოებამ 2018 წელს გაიცნო, როდესაც მწერალთა სახლში მისი წიგნის „ავი მუსაიფის“ პრეზენტაცია გაიმართა.

 

ავტორის ფსევდონიმი, რომლითაც მანამდე რამდენიმე წიგნი გამოსცა, „თორნიკე გურჯინთახი“ გახლდათ და მკითხველმა არ იცოდა, რომ ის დიდი ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის შვილიშვილია.

 

„ავი მუსაიფი“ ისტორიული რომანია, რომლის სახელწოდებაც მეფე ერეკლეს ხმალზე გაკეთებული წარწერიდან არის აღებული.

 

წიგნის პრეზენტაციას თავად ავტორი არ დასწრებია. რომანი საზოგადოებას მისმა დედამ, ქეთი დუმბაძემ წარუდგინა.

 

ამრიგად ნოდარ მაჭარაშვილი, როგორც მწერალი ახლოს 2018 წელს გაიცნეს, თუმცა მისი სახელი დიდი ხანია ცნობილია ქურდულ სამყაროში.

 

ჩვენ ინტერნეტ-სივრცეში მოვიძიეთ რამდენიმე ფოტო, სადაც ნოდარ მაჭარაშვილი გავლენიან „კანონიერ ქურდებთან“ ერთად არის გადაღებული.

 

პრესა იმასაც წერდა, რომ „თეთრი ბაირაღების“ ავტორის, ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი 2013 წელს მოსკოვში „კანონიერ ქურდადაც“ აკურთხეს, თუმცა ეს მაინც დაუზუსტებელი ინფორმაცია, ვინაიდან ნოდარ მაჭარაშვილის მიმართ „კანონიერი ქურდობის“ ბრალდება არცერთი სახელმწიფოს სამართალდამცველ ორგანოებს არ წარუდგენიათ.

 

დაზუსტებით კი მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ის ხშირად ჩნდება ქურდული სამყაროს „კრიმინალური გენერლების“ გარემოცვაში.

 

მაგალითად ეს ფოტო 2015 წელს თურქეთში გავლენიანი აზერბაიჯანელი „კანონიერი ქურდის“ როვშან ჯანიევის დაბადების დღეზეა გადაღებული.

 


 

ფოტოზე ფეხზე მდგომთა შორის არიან:

„კანონიერი ქურდი“გია გიორგაძე, რომელიც 2017 წელს საქართველოში დააკავეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ის მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა, ქვეყანა დაატოვებინეს.

 

ნოდარ მაჭარაშვილი – მწერალი, ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი.

 

„კანონიერი ქურდი“ რომან ხმალაძე, იგივე „რომა ბათუმსკი“.

 

ამავე სუფრაზე იმყოფებიან „კანონიერი ქურდები“: როვშან ჯანიევი (მოკლეს სტამბულში 2016 წლის სექტემბერში), თამაზ ბარკალაია, ზურაბ შამუგია(ადუ),დავით ჩხიკვიშვილი, მურმან ტვილდიანი (ხალვა).

 

 


 

ამ ფოტოზე კი ნოდარ მაჭარაშვილი ასევე ცნობილ „კანონიერ ქურდებთან“ ერთად არის გადაღებულია, ესენი არიან: გიგა ვიბლიანი, სულხან თვალჭრელიძე, მალხაზ მგალობლიშვილი.

 

სად იმყოფებდა ამჟამად ნოდარ მაჭარაშვილი? გავრცელებული ინფორმაციით, ის კვლავ საზღვარგარეთ ცხოვრობს. აი, რა უთხრა ჟურნალისტებს 2018 წელს მისმა დედამ, ქეთევან დუმბაძემ წიგნის პრეზენტაციის შემდეგ. ამჟამად ქალბატონ ქეთის ამ თემებზე საუბარი არ სურს, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ „სარკეში“ ორი წლის წინ გამოქვეყნებული ინტერვიუდან.

 

„ნოდარი უცხოეთში ცხოვრობს და რა მნიშვნელობა აქვს, სად?! წიგნს მიგზავნის და მე გამოვცემ.

 

ეს უკვე მისი მეხუთე წიგნია. ველოდებით, რომ თვითონაც დაბრუნდება. „ავი მუსაიფი“ სერიოზული განაცხადია.

 

თვითონაც დაღვინებულია უკვე და ეს რომანი სხვა განწყობით დაიწერა. შემოდგომაზე დაჯდა და გაზაფხულზე უკვე მე წავიკითხე. რომ არ მომწონებოდა, არ დავბეჭდავდი.

 

ფსევდონიმით წერა საზოგადოებისგან დამალვას არ ნიშნავს. მას არ უნდოდა, რომ მისთვის ვინმეს შეღავათი გაეწია, როგორც ნოდარ დუმბაძის შვილიშვილისთვის, ამიტომაც მოიგონა ფსევდონიმი.

 

ნოდარი 10 წელია წასულია და ძალიან მძიმე შესაგუებელია. საბედნიეროდ, ინტერნეტის ეპოქაში მუდმივი კონტაქტი გვაქვს.

 

მამა რომ გარდაიცვალა, ფეხმძიმედ ვიყავი. ამიტომაც ჰქვია მამაჩემის სახელი, მე არ ვაპირებდი ნოდარის დარქმევას. მისთვის ჩვენი გვარი უნდა მიმეცა და არა სახელი. მე დავპირდი მამას, რომ გავაჩენდი შვილს, რომელსაც მამა იშვილებდა და თავის გვარს მისცემდა, მაგრამ მის დაბადებას ვერ მოესწრო.

 

მერე შემეძლო გვარის მიცემა, მაგრამ ასე აღარ მოვიქეცი, რადგან მამაჩემის შვილი უნდა ყოფილიყო და მისი გვარი ეტარებინა.

 

როგორც მწერალი, მამაჩემს არ ჰგავს. აბსოლუტურად თავისი ხელწერა აქვს.

 

სიკეთით ჰგავს მამაჩემს, ღმერთისა და მშობლების სიყვარულით და საქციელითაც. ჩვენ ყველა ვცდილობთ, მამაჩემს ვგავდეთ, გენეტიკურადაც მოგვდგამს ეს ყველაფერი“, – განაცხადა ქეთევან დუმბაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930