გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკონომიკის მინისტრი: არავინ თქვას, რომ უკონტროლოდ ვტოვებთ ევროპის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს

8-07-2020

14-დღიანი კარანტინი ევროპის იმ ქვეყნების მოქალაქეებზეც გავრცელდება, რომლებიც არ ჩამოდიან ხუთი ქვეყნიდან, ვისთანაც საზღვრები გავხსენით. აქედან გამომდინარე, კარანტინის საკითხის მოქალაქეობასთან დაკავშირება არ არის მართებული,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, საქართველო საერთო ევროპული შეთანხმების მონაწილეა, რაც მას გარკვეული ვალდებულებების შესრულებას აკისრებს.

„ჩვენ ვართ საერთო ევროპული შეთანხმების ნაწილი და ვალდებული ვართ სიმეტრიული ზომები დავუწესოთ შესაბამის ევროპულ ქვეყნებს - ისინი არ ამოწმებენ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ არ ვამოწმებთ მათ მოქალაქეებს. თუმცა არავინ თქვას, რომ ჩვენ უკონტროლოდ ვტოვებთ მათ მოქალაქეებს - მათ უტარდებათ თერმოსკრინინგი, ივსება ელექტრონული ფორმა და იმ შემთხვევაში, თუ ამ ხუთი ქვეყნის რომელიმე მოქალაქემ საქართველოში ჩამოსვლამდე 14 დღის განმავლობაში, იმოგზაურა რომელიმე ქვეყანაში, ვის მიმართაც ჩვენს ეპიდემიოლოგებს კითხვის ნიშნები აქვთ, მან სავალდებულო PCR - ტესტი უნდა გაიაროს, რომლის ღირებულებასაც თავად დაფარავს. აქედან გამომდინარე, კონტროლი განხორციელდება,“ - განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031