გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
თუ მკვლელობას არ აღიარებ ან ფეხებს მოგამტვრევთ ან გაგაუპატიურებთო-პატიმარი ფეხების მომტვრევაზე დათანხმდა...

9-07-2020

პატიმარი ზვიად ჭელიძე 2011 წლის 14 დეკემბერს მოათავსეს სასჯელაღსრულების გლდანის მე-8 დაწესებულებაში, 10 დღის შემდეგ კი სამკურნალო დაწესებულების ქირურგიულ განყოფილებაში მოხვდა დიაგნოზით: "მარჯვენა ქვედა კიდურის ტრამვული დაზიანება". რენტგენოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ ამ ადამიანს მარჯვენა ბარძაყის ძვლის ფრაგმენტული მოტეხილობები ჰქონდა. იმის გამო, რომ ძვლები არასწორად შეუხორცდა, პატიმარი დაინვალიდდა.


ჭელიძის საქმეზე გაზეთ "ყველა სიახლეს" ადვოკატი დიანა გვიშიანი ესაუბრა:


"ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ზვიად ჭელიძის მიმართ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრეს. იგი მოათავსეს გლდანის მე-8 დაწესებულებაში. ის საპატიმროში შესვლისას სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდა იყო. დანაშაულს არ აღიარებდა, თუმცა მოულოდნელად, სასამართლო პროცესზე მან დანაშაული აღიარა. იმხანად მას სხვა ადვოკატი იცავდა.


ერთ დღეს დედამისმა მთხოვა, პატიმარი მომენახულებინა. მივედი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ზვიადი კიბეზე ინვალიდიდ ეტლით ჩამოჰყავდათ. მითხრა ფეხები მაქვს დამტვრეული, ასე შემოვედი ციხეშიო, მერე მითხრა, საწოლიდან გადმოვვარდი და ფეხი მოვიტეხეო. მას შემდეგ, რაც ტელევიზიებმა ციხის საშინელი კადრები გაავრცელეს, ზვიადმა სიმართლე გვითხრა.


დაპატიმრებიდან 10 დღის შემდეგ მისთვის უთქვამთ, თუ არ აღიარებ აირჩიე - ან ფეხები უნდა მოგამტვრიოთ ან გაგაუპატიუროთო. პატიმარი ფეხების მომტვრევაზე დათანხმდა. მითხრა, ოღონდ არ გავეუპატიურებინე და ათი კაცის მკვლელობასაც დავიბრალებდიო.


ჭელიძე ბედნიერი იყო, რომ ფეხების მოტეხა აკმარეს და არ გააუპატიურეს... წარმოგიდგენიათ?


ისე ცუდად იყო, თვითონვე გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში და ჩამსხვრეული ძვლები ვითომ აუწყვეს"- წერს გაზეთი.


ინტერვიუში ადვოკატი ასახელებს აგრეთვე იმ პირებს, ვინც პატიმრის წამებაში მიიღო მონაწიილეობა.


"ზვიად ჭელიძე ხელს ადებს ოლეგ ფაცაციას, ამბობს, მან დამაინვალიდა, "დუბინკა" მირტყა ფეხებში ვიდრე არ დამილეწაო"-აცხადებს ადვოკატი.



p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "newspress.ge"-ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930