9-07-2020
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში გატარებული რეფორმები ქართული გენთან და ქართულ გუნდთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, სწორედ ამ გუნდმა, ყველა სფეროში ერთნაირი ძალისხმევით იმუშავა და საქართველოში წარმატებული სისტემა შექმნა.
ამის შესახებ სააკაშვილმა ყაზახურ გადაცემაში ისაუბრა.
"უკვე ექვსი წელია, უკრაინაში რეფორმების გატარებას ვცდილობ. რაღაც გამომივიდა, რაღაც ჯერ კიდევ არა. თუმცა მომსახურების სწრაფი სერვისი, უკრაინის პოლიციის რეფორმა და თითოეული სფერო რომელიც გაუმჯობესდა, ქართულ გენებთან და ქართულ გუნდთან არის დაკავშირებული. საქართველოში წარმატებას მას შემდეგ მივაღწიეთ, რაც თითოეულ სფეროს ერთნაირად მივუდექით. ვგრძნობდით, შესაძლებლობის ფანჯარა მალე დაიხურებოდა, ამიტომ ვცდილობდით, დრო არ დაგვეკარგა.
საქართველო წარმატეული და უსაფრთხო ქვეყანა გახდა. ინვესტიციები ბევრი ქვეყნიდან შემოდიოდა. ვერ დავასახელებთ ვინ იყო ყველაზე დიდი ინვესტორი, რადგან როდესაც ქვეყანაში ეკონომიკა თავისუფალია, შემოსავალი მნიშვნელოვნად იზრდება"-განაცხადა სააკაშვილმა.