გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას კავშირგაბმულობის აღჭურვილობა გადაეცა

10-07-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, კავშირგაბმულობის თანამედროვე აღჭურვილობა და საკომუნიკაციო საშუალებები გადაეცა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსი, თემურ კეკელიძე სპეციალური აღჭურვილობის შესაძლებლობებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე პირადად გაეცნო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარეობს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერება და რადიოსაკომუნიკაციო სისტემის განახლება. ერთ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ახალი საკომუნიკაციო აღჭურვილობა სრულად აკმაყოფილებს სანაპირო დაცვის მოთხოვნებს და კავშირის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA), საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სანაპირო დაცვისა და სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930