გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზესტაფონის ქუჩაზე კორპუსი ინგრევა - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

10-07-2020

ზესტაფონის ქუჩაზე კორპუსი ინგრევა. 5 სართულიანი საცხოვრებელი, რომელიც 3 ნომერში მდებარეობს, მძიმე მდგომარეობაშია და 140-მდე ოჯახს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შენობის კედლებს ბზარები ყოველდღიურად ემატება. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ.

მოსახლეობა ამბობს, რომ თბილისის მერიას და ადგილობრივ გამგეობას პრობლემის თაობაზე არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ირკვევა რომ მერია მათ ინვესტორის მოძებნას თავად სთხოვს.

მოსახლეობამ კახი კალაძეს წინასაარჩევნო დაპირებაც შეახსენა, რომელიც მათ ჯერ კიდევ მერობის კანდიდატობის დროს, წინასაარჩენოდ მისცა.

მთავარი არხი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930