გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სახელმწიფო ანსამბლი ,,ბასიანი“ მეკოსთვის ონლაინ კონცერტს ჩაატარებს

10-07-2020

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ათონის დარბაზის ინიციატივით 10 ივლისს, 8 საათზე, 24 წლის მეკო ჩიტიშვილის დასახმარებლად ფოლკლორის ცენტრის დარბაზში საქველმოქმედო ონლაინ კონცერტი გაიმართება.

 

მეკოს ერთი თვის წინ ოსტეოსარკომა დაუდგინა. გოგონას გადაუდებელი მკურნალობა და საზღვარგარეთ საოპერაციოდ გამგზავრება ესაჭიროება. მეგობრების დიდი ძალისხმევით უკვე შეგროვდა 441 695 ლარი, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

,,ბასიანს“ არაერთ საქველმოქმედო კონცერტში მიუღია მონაწილეობა. ანსამბლის ბოლო ონლაინ კონცერტი 20 მარტს ფოლკლორის ცენტრის დარბაზში გაიმართა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 10 ივლისს, კი მეკოს დასახმარებლად ანსამბლის წევრები კვლავ გაერთიანდებიან, -,,გვინდა დავეხმაროთ მეკოს და შევიტანოთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი ახალგაზრდა გოგონას გადარჩენაში. მსენელს ვთხოვთ, მითითებულ საბანკო ანგარიშებზე გადმორიცხონ თუნდაც ერთი ლარი. ახლა მეკოს სიცოცხლისთვის ყველა უნდა გავერთიანდეთ“ - ზურაბ წკრიალაშვილი, ანსამბლ ,,ბასიანის" დირექტორი.

ანსამბლი ,,ბასიანი" უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2000 წელს ჩამოყალიბდა, როგორც საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი. 2013 წელს კი ,,ბასიანს" მიენიჭა საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი.

,,ბასიანს“ წელს 20 წლის იუბილე აქვს. პანდემიისა და საყოველთაო კარანტინის გამო ყველა დაგეგმილი კონცერტი და ღონისძიება გადაიდო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930