10-07-2020
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს განეკუთვნება, მეხუთე შემთხვევის დაინფიცირების წყარო კი ჯერჯერობით უცნობია.
"5 ახალი შემთხვევიდან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი საკარანტინო სივრციდან დადასტურებული შემთვევასთან კონტაქტი, ერთი შემთხვევის ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება"- განაცხადა ეზუგბაიამ.