გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარტში ინფლაციამ -0,4 პროცენტი შეადგინა

3-04-2018

მიმდინარე წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0,4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,8 პროცენტი შეადგინა.


საქსტატის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:


სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0,6 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,18 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-3,1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-2,8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1,4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0,3 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (4,7 პროცენტი);


ტრანსპორტი: ფასები შემცირებულია 1,0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0,13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2,7 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-1,2 პროცენტი);


საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ჯგუფში ფასების 0,6 პროცენტით კლება დაფიქსირდა. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში -0,06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (-0,7 პროცენტი).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031