გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
ბორის გრებენშიკოვი: სააკაშვილმა სელფის გადაღება მთხოვა და მეც უარი არ მითქვამს

3-04-2018

ინტერვიუში, რომელიც რუს მუსიკოსს, მომღერალს, როკ-ჯგუფ „აქვარიუმის“ გიტარისტს ბორის გრებენშიკოვს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო «ТАСС»-ის ჟურნალისტმა ანდრეი ვანდენკომ ჩამოართვა, საუბარია როგორც რუსეთის მუსიკალურ ცხოვრებაზე, მუსიკოსის საქმიანობაზე, მის კონცერტებზე, ასევე რუსეთის პოლიტიკაზეც: ბორის გრებენშიკოვი თავის აზრს გამოთქვამს პოლიტიკურ მოვლენებზე და პოლიტიკოსებთან პირად ურთიერთობებზე.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


- ვიცი, რომ თქვენ პოლიტიკაზე საუბარი მაინცდამაინც არ გსიამოვნებთ...


- დიახ, ასეა. პოლიტიკა მე ისევე მაინტერესებს, როგორც ჰონდურასის ეკონომიკა მე-17 საუკუნეში. პოლიტიკაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. (...) მსოფლიო რეალურად უნდა შეაფასო. რაც მესმის და რასაც ვხედავ, ვასკვნი, რომ პოლიტიკა ნაგავია, ჩენჩო. მე არჩევნებზეც ხმის მისაცემადაც კი არასდროს წავსულვარ, არც საპრეზიდენტო არჩევნები მაინტერესებს და არც საპარლამენტო. არავის არჩევა არ მსურს.


- პოლიტიკა არ გიყვართ, მაგრამ პოლიტიკოსებთან კარგი ურთიერთობები გაქვთ... თქვენს ნაცნობებს შორის მემარცხენეებსაც ვხედავთ და მემარჯვენეებსაც, შინაურებსაც და გარეულებსაც - ვლადისლავ სურკოვით დაწყებული, მიხეილ სააკაშვილით დამთავრებული. რაშია საქმე - თქვენთვის ყველა სულერთია?


- რას ვიზამთ... გარკვეული მიზეზის გამო ბევრ ადამიანთან შეხვედრა მიწევს. ის ფაქტი, რომ ისინი სხვადასხვა კლანებს და ჯგუფებს მიეკუთვნებიან, მე ნაკლებად მაღელვებს. თუ ადამიანი საინტერესოა, მასთან რატომ არ უნდა ისაუბრო? რაც შეეხება თქვენს მიერ დასახელებულ პერსონებს, ვლადისლავ სურკოვთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა, თუმცა უკანასკნელად მას უკრაინის ამბების წინ შევხვდი. არ ვარ საქმის კურსში, ამჟამად რითაა დაკავებული. სამუშაოზე არასდროს არ გვილაპარაკნია. (...) რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მას საერთოდ არ ვიცნობ. [ოდესაში ყოფნის დროს] მან სელფის გადაღება მთხოვა, უარი არ მითქვამს. აი, მთელი ისტორია, თუმცა ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დღესაც უყვართ და მას პატივს სცემენ.


- თქვენ ისევ დადიხართ უკრაინაში?


- ყოველწლიურად. იქ მილიონები ცხოვრობენ, რომლებიც რუსულ კულტურაზე არიან გაზრდილნი. განა მე იმის წართმევა შემიძლია, რაც მათ რუსეთთან აკავშირებთ? მე ამაზე ხელს არასოდეს მოვაწერ.


- „აქვარიუმი“ სულ ბოლოს ყირიმში როდის იყო?


- 2014 წლის მარტის შემდეგ იქაური გასტროლების თაობაზე არცერთი ნორმალური წინადადება არ მიგვიღია. თუ შემოგვთავაზებენ, დიდი სიამოვნებით წავალთ, რატომაც არა... ძალიან ველოდები ამ შესაძლებლობას: ყირიმში მთელი ჩემი ცხოვრების ნახევარი გავატარე. ჩვენ მზად ვართ დონბასშიც გამოვიდეთ კონცერტებით, თუ გასტროლები კარგად იქნება ორგანიზებული.


- მაშინ კიევში ჩასვლას აგიკრძალავენ...


- იცით, გონიერი ადამიანები ყოველთვის არიან და მათთან შეთანხმება შესაძლებელია, სულელებთან ურთიერთობას კი არ ვაპირებთ. ჩვენ ხომ პოლიტიკოსებთან არ მივდივართ, არამედ მაყურებლებთან. გარწმუნებთ, რომ ვისაც ჩვენი ნახვა და მოსმენა სურთ, უკრაინაში დღესაც ბევრია.




წყარო: «ТАСС» (რუსეთი)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930