გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ობიექტების და პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებშიც ცხენის და ვირის ხორცი აღმოაჩინეს

3-04-2018

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ქალაქში არსებული ნახევარფაბრიკატების საწარმოებიდან, ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებიდან და აგრარული ბაზრებიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების 20 ნიმუში აიღეს.


სახეობრივი კვლევის (ცხენის და ვირის ხორცის იდენტიფიცირება) პროგრამის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი, ხინკალი, გუფთა, ბლინი, ქაბაბი და ბასტურმა.


7 ნიმუშში აღმოჩნდა ცხენის ხორცი, ხოლო 2 ნიმუშში როგორც ცხენის, ასევე ვირის ხორცი.


გთავაზობთ ობიექტების ჩამონათვას და პროდუქტების საფირმო დასახელებას, რომლებშიც ცხენისა და ვირის ხორცია აღმოჩენილი:


ი/მ დავით წოწკოლაური-ბასტურმა (ცხენის დნმ);


შპს „მადა“ - ხინკალი „სუპერი“ (ცხენის დნმ);


შპს „კედარი“ - ხინკალი (ცხენის დნმ);


შპს „ლაშარი“ - ხინკალი (ვირის დნმ; ცხენის დნმ);


შპს „ლაშარი“ - ბლინი (ვირის დნმ; ცხენის დნმ);


შპს „ლაშარი“ - გუფთა (ცხენის დნმ);


შპს „მერკადო“ - ხორცი (ცხენის დნმ);


შპს „გიო“ - ქაბაბი (ცხენის დნმ).


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30