გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: თავდაცვის სამინისტროში მომსახურე, ასევე ყოფილ სამხედროებს, ბინები კერძო საკუთრებაში გადაეცემათ

16-07-2020

 

თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მისი უწყებრივი ბინები, საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე, რომელიც, როგორც დღე, თავდაცვის სამინისტროში მომსახურე ჩვენს სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს ეხება, კომისიური წესით იქნება განხილული და ამ ადამიანებს ეს უფლებრივი ბინები კერძო საკუთრებაში გადაეცემათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

 

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ადრეც გასაკეთებელი იყო და ეს გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული.

 

 

„თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მისი უწყებრივი ბინები, საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე, რომელიც, როგორც დღე, თავდაცვის სამინისტროში მომსახურე ჩვენს სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს ეხება, კომისიური წესით იქნება განხილული და ამ ადამიანებს ეს უფლებრივი ბინები კერძო საკუთრებაში გადაეცემათ. ეს, რა თქმა უნდა, ადრეც გასაკეთებელი იყო და ეს გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული“, -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930