გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის იერსახის დამახინჯებისთვის სანქციები მკაცრდება

4-04-2018

„მივესალმები ბოლო პერიოდში გამოკვეთილ ტენდენციას, რომელიც პარლამენტისა და თბილისის მერიის ერთობლივი ინიციატივების შემუშავებაში გამოიხატება.

აღნიშნული ინიციატივები მიმართულია დედაქალაქისა და მისი მცხოვრებლების ყოველდღიური ცხოვრების პირობების მკვეთრ გაუმჯობესებაზე.

ჩვენს მიერ დაინიცირებული ცვლილებებიც "ქართული ოცნების" სწორი პოლიტიკის ნაწილია"-ამის სესახებ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერს კახა კალაძეს აქვს ხედვა, რომლის საბოლოო მიზანია თბილისი მართლაც არა მხოლოდ შინაარსით, არამედ ფორმითა და ცხოვრების სტანდარტითაც დაემსგავსოს ევროპული ტიპის დედაქალაქს ქართული ტრადიციული იერით.

"ამ თვალსაზრისით მისი იერსახის მოფრთხილება, ქაოტური გარევაჭრობისა და გარერეკლამის მკაცრი რეგულირება არის საკითხი, რომელიც სწრაფად არის მოსაგვარებელი სხვა უმნიშვნელოვანეს პრობლემებთან ერთად.დარწმუნებული ვარ წინამდებარე ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ერთმნიშვნელოვნად დადებითად და ეფექტურად იმოქმედებს ამ პროცესებზე"- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონის პროექტს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", რომელიც მოიცავს სანქციების გამკაცრებას შემდეგი მიმართულებებით: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება: სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031