გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ეკონომიკური ზრდის მიხედვით ვფიქრობთ, წლის ბოლოს ძალიან კარგი მაჩვენებელი გვექნება

4-04-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კურსი მატების ტენდენციით ხასიათდება და სავარაუდოდ, წლის ბოლოს მისი მაჩვენებელი ძალიან კარგი იქნება.


ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


"მინდა გამოვეხმაურო იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვაქვს ეკონომიკური ზრდის კუთხით.


საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ჩვენ 2017 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა გვქონდა 5% და 2018 წლის ორ თვეშიც, იანვარ-თებერვალში, ასევე მაღალი ზრდა დაფიქსირდა.


თებერვალში, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 5.5 %, ჯამში იანვარ-თებერვლის მონაცემებით 4.9 %-იანი ზრდა გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ბანკმაც გაზარდა საქართველოს 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.


დაფიქსირებული პოზიტიური მაჩვენებლები მთელ რიგ მიმართულებებში პოზიტიური დინამიკით არის გამოწვეული, რომელთა შორისაა — საწარმოთა ბრუნვა, გაზრდილი ექსპორტი, ტურისტების რაოდენობა და ფულადი გზავნილების მაჩვენებელი.


2018 წელს ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს გვექნება ძალიან კარგი მაჩვენებელი, რაც მნიშვნელოვანია ინვესტორებისათვის, რათა მათ განახორციელონ ახალი გეგმები, ახალი ინვესტიციები. ეს მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, სხვა მთელ რიგ მაჩვენებლებთან ერთად იძლევა საკმაოდ პოზიტიურ სურათს.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ 2018 წლის თებერვალში დაფიქსირებული პოზიტიური დინამიკა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა, კერძოდ 2018 წლის თებერვალში საქონლის ექსპორტის 25 %-იანი, ხოლო იმპორტის 8.7 %-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა იქონია მომსახურების ექსპორტის ზრდამ. გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან"-განაცხადა პრემიერმა.


მისივე თქმით,ზრდის ხელშემწყობ სხვა ფაქტორებს რაც შეეხება - 20.6 %-ით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი, ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია, თითქმის 13%-მდე იყო და შემცირდა 8.7 % -მდე რაც 531 მლნ. აშშ დოლარით შემცირებას ნიშნავს.


"ეს ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო კურსის სტაბილურობისათვის და ვფიქრობ, რომ ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური მაჩვენებელია.

მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის მარტში სარეიტინგო კომპანია „Fitch”-მა, რომელიც არის ერთ-ერთი სარეიტინგო კომპანია სამ მსხვილ მსოფლიო სარეიტინგო კომპანიას შორის, საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით გააუმჯობესა. მოგეხსენებათ, რომ რეიტინგი ორ მაჩვენებელში აისახება, სადაც ერთი არის ჩვეულებრივი სტატიკური მაჩვენებელი, ხოლო მეორე მიუთითებს პერსპექტივას. საქართველოს პერსპექტივა „Fitch”-ის მიხედვით იყო სტაბილური და სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით გაუმჯობესდა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის.

ამავე დროს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და მიმდინარე რეფორმებზე კიდევ უფრო ზრდის ინვესტორთა ნდობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ინვესტიციების შემოსვლის კუთხით და რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ასეთი სტაბილური განვითარების პერსპექტივა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომელზეც ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მაღალი იქნება, განუხრელად მიგვიყვანს სიღარიბის თანდათანობით შემცირებისკენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ეს დინამიკა საკუთარ თავზე და საკუთარ შემოსავლებზე"-აღნიშნა პრემიერმა.

გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით 2017 წელს?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031