გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ოქტომბერი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინული მედიის ცნობით, ლუცკის ცენტრში რამდენიმე აფეთქება მოხდა

21-07-2020

ლუცკის ცენტრში, სადაც შეიარაღებულმა პირმა ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა, რამდენიმე აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დროდადრო ისმის სროლის ხმაც.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქდა ხელყუმბარები, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ყოფილიყო, რომელიც ავტობუსიდან შეიარაღებულმა მაქსიმ კრივოშმა ისროლა.

უკრაინაში, ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედი შეიარაღებულია და მას ასაფეთქებელი ნივთიერებაც აქვს. სამართალდამცველებმა ქალაქის ცენტრი გადაკეტეს. ადგილზე პოლიციისა და სპეცსამასახურების ძალებია მობილიზებული. პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსში ოცი ადამიანი იმყოფება.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031