გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

4-04-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. 
ამის მიზეზი პარლამენტის დეპუტატთა უმრავლესობის მიერ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდის წევრად ნინია კაკაბაძის დამტკიცება გახდა.
„მე ნამდვილად არ მინდა იმ გადაწყვეტილების თანამონაწილე ვიყო, რომლითაც პატრიარქისა და მართლმადიდებელი ეკლესიის მაგინებელი ხდება საზოგადოიებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი. ჩემთვის ეს პრინციპულად მიუღებელია. მიმაჩნია, რომ ეს არის პირდაპირი წახალისება საზოგადოების იმ რეაქციული ჯგუფებისა და წარმომადგენლებისა, რომლებიც ცხოვრებაში დამკვიდრებისთვის სხვა ადამიანების რელიგიური, მორალური თუ ზნეობრივი ღირებულებების გინებით არიან დაკავებულები. ამიტომ ასეთი გადაწყვეტილებებისგან მე მაქსიმალურად ვაპირებ გავემიჯნო ყველას, მათ შორის იმ ადამიანებსაც, ვინც „ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. მე ასეთ შემთხვევაში დავტოვებ უმრავლესობასაც, „ქართული ოცნებასაც“ და ყველა იმ პარტიულ თუ პოლიტიკურ თანამდებობას, რომელიც მიკავია“- განაცხადა ფოფხაძემ. 
ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემაც დაადასტურა.
მისი თქმით, ფოფხაძის გადაწყვეტილება ნაჩქარევია.
"გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი, შეცდომა და არასწორი. გადაწყვეტილება იქნა შემდეგნაირად მიღებული, მეორე კანდიდატს, რომელიც სახალხო დამცველმა წარმოდგინა, ჰქონდა საერთო მხარდაჭერა, გუნდში ამაზე შეთანხმებას მივაღწიეთ, ხოლო გუნდის ნაწილის მიერ ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის ერთადერთი არგუმენტი იყო, რომ ოპოზიციას მისცემოდა თავისი კვოტის რეალიზების საშუალება. მე პირადად მხარი მისთვის არ დამიჭერია, მაგრამ უმრავლესობის ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ეს საშუალება არ წაერთმიათ უმცირესობისთვის და მხოლოდ ამ არგუმენტის გამო უმრავლესობის დატოვება შეცდომად მიმაჩნია. მან მე პირადად ჩამაყენა სიტყვიერად საქმის კურსში და ამის შემდეგ გააკეთა განცხადება მედიასთან,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031