გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ჯოზეფ ქეი: კეზერაშვილმა ტელეიმედი "ხმლით" წამართვა; საქმის ფიგურანტები - სააკაშვილი, უგულავა, კეზერაშვილი...

23-07-2020

ტელეკომპანია "იმედის" დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის ახლო ნათესავის, ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის განცხადებით, მან თავის დროზე ტელეიმედი საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად დათმო.


ჯოზეფ ქეიმ ეს განცხადება ტელეკომპანიისა და რიყის გასხვისებასთან დაკავშირებით გამართულ სასამართლო სხდომაზე გააკეთა, რომელიც 2014 წლის 24 ივლისს გაიმართა.


ჯოზეფ ქეის თქმით, ტელეიმედის სარედაქციო პოლიტიკას გიგი უგულავა, ფინანსურ მხარეებს კი დავით კეზერაშვილი განაგებდა.


მისივე განცხადებით, 2008 წელს მას სწორედ კეზერაშვილი დაუკავშირდა და შეხვედრაზე დაიბარა.


"იგი დამხვდა ხმლით ხელში როგორც ყოველთვის და მითხრა, რომ უნდა მიმეცა ტელეიმედი მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით. ცოტა ხანში მან დარეკა ტელეფონზე, მესაუბრა თავად სააკაშვილი, რომელმაც მითხრა, რომ რასაც კეზერაშვილი მეტყოდა, უნდა დამეჯერებინა. მიშამ მითხრა, რომ არაფერი შეცვლილა, ცუდად არავინ მოგეპყრობა და ტელეიმედის დათმობის შემდეგაც ჩვენი მეგობარი იქნებიო. კეზერაშვილმა ჩაიღიმა და მითხრა, ამას თუ არ გააკეთებ, ოთახიდან არ გაგიშვებო. მითხრა ასევე, დაწყნარდი, არავინ შეგეხებაო" - განაცხადა ქეიმ.


მისივე განმარტებით, კეზერაშვილი "იმედში" დახარჯული თანხის უკან დაბრუნებას დაპირდა.


ქეის თქმით, მას მეორე დღეს გიგი უგულავამ დაურეკა და უთხრა, რომ გარკვეულ დოკუმენტებზე ხელი უნდა მოეწერა.


"ვიკითხე, ვისზე ვაფორმებდი ტელეიმედს, თუმცა მან არ მიპასუხა, დრო არა მაქვსო. დეკემბრის ბოლოს ხელი მოვაწერე დოკუმენტებს. დანახარჯი კი, ჩემი დათვლით 11 მილიონი დოლარი იყო, თუმცა მათ მითხრეს, რომ 10 მილიონს შეადგენდა.


საბოლოოდ, მათი დათვლილი თანხიდანაც კი ნაწილი მომცეს - 8,8 მილიონი დოლარი"-განაცხადა ქეიმ.



წყარო: გაზეთი "რეზონანსი"


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930