გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბუტა რობაქიძის მეგობარი, 16 წლის შემდეგ პირველად, ტრაგიკული ღამის დეტალებს იხსენებს

23-07-2020

ბუტა რობაქიძის მეგობარი, 16 წლის შემდეგ პირველად, სპეცოპერაციის დეტალებს „ქრონიკასთან“ იხსენებს.

ლევან დანგაძე ყვება, რომ საბედისწერო ღამეს, მეგობრის გარდაცვალება პირველმა მან შენიშნა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა, საკუთარი დანაშაული გადასაფარად, ჯერ სპექტაკლი დადგეს შემდეგ კი, მეტი დამაჯერებლობისთვის, ადგილზე იარაღი და საბრძოლო მასალა მიიტანეს.

„ჩვენ ვიყავით მეგობრები, სტუდენტი ბიჭები და მომავალს ვგეგმავდით თუმცა სპეცოპერაციის ღამემ ყველაფერი უარყოფითისკენ შეცვალა. 2004 წლის 24 ნოემბერს გაგვაჩერა პოლიციამ, მძღოლი გადავიდა საბუთები გადაიტანა, რაღაც დროის შემდეგ ჩვენც გადავედით და ლაპარაკის დრო მივულოცეთ გიორგობა, რევოლუციის ერთი წლისთავი იყო. ლაპარაკის დროს უცებ, რა მოხდა არ ვიცი, ხელები მაღლაო დაგვაყენეს და გამოიძახეს დამხმარე ძალა. გასროლა მოხდა, დამხმარე ძალა, რომ მოვიდა მათ სულ არ იცოდნენ რაზე უნდა დახმარებოდნენ. მერე როგორც გაირკვა ნასვამები იყვნენ. ერთი გასროლა მოხდა, ბუტას გარდაცვალება პირველი მე შევამჩნიე იმიტომ, რომ გვერდიგვერდ ვიწექით. გასროლა რომ მოხდა დენთი შემეყარა თვალებში და შემდეგ, როცა გვირტყამდნენ ყველას, ისევე ურტყამდნენ ბუტასაც. ყველა პროტესტს გამოვხატავდით, ის ხმას არ იღებდა და სისხლის მოსდის-თქო ვუთხარი და ნახეს რომ გარდაცვლილი იყო. ჩვენ მართლსაწინააღმდეგო აბსოლუტურად არაფერი არ გვქონია. რომ ნახეს ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა ტყუილად, დაახლოებით ერთ საათში, ზუსტი დრო არ მახსოვს, რადგან გარდაცვლილი მეგობარი გვეწვა, გვირტყამდნენ, ყვიროდნენ. მათ მოიტანეს იარაღი და გადავყავდით, გადმოვყავდით და გეგმავდნენ, რა, როგორ და სად უნდა დაელაგებინათ. რომ ამბობენ საქმე პოლიტიკურია-ო, როცა აღიარეს დონაძემ და სხვებმა რა მოხდა, რეალურად მაშინ გაჩნდა ოქრუაშვილის წინააღმდეგ ბრალი და არა მანამდე. შესაბამისად, ეს განცხადებები აბსურდია. დაისაჯონ ის ადამიანები ვინც ეს საქმე გააყალბა, იარაღი ჩადო და ვინც ბრძანება გასცა, რომ გაეყალბებინათ საქმე. ჩემი ინფორმაციით ამ საქმეში გარეული ბევრია. მათ შორის ოქრუაშვილი, მინიმუმ იმისთვის, რომ საქმე გაუმწვანა საქმე გაეყალბებინათ. ეგ არის და დანარჩენი გამოძიებამ უნდა დაადგინოს“, - ყვება ლევან დანგაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლა.

პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. სხდომაზე პროკურატურამ ორი მოწმე დაკითხა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს პროკურატურამ 2019 წლის 19 ნოემბერს წაუყენა ბრალი. გამოძიება მათ ბუტა რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930