24-07-2020
ცნობილი ანალიტიკოსის, ლინკოლნ მიტჩელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება მკვეთრად ანტირუსული რიტორიკით გამოირჩეოდა, თუ რეალურად შევაფასებთ, მისი ხელისუფლებაში ყოფნით ყველაზე მეტად რუსეთმა ისარგებლა, ხოლო საქართველოს ნატოსა და ევროკავშირსი გაწევრიანების შანსი პრაქტიკულად გაანულა.
მიტჩელის სტატია გამოცემა "ჰუფინგტონ პოსტმა" გამოაქვეყნა, ხოლო მისი ქართულენოვანი თარგმანი "ფორინპრესმა" გაავრცელა.
"სააკაშვილის რიტორიკა ნამდვილად ანტირუსულია, მაგრამ თუ მისი მთავრობის მიმართებას რუსეთთან უფრო შედეგების მიხედვით შევაფასებთ, ვიდრე მხოლოდ რიტორიკით, ზედაპირზე სრულიად განსხვავებული ისტორია ამოტივტივდება.
მიუხედავად სააკაშვილის მთავრობის განზრახვისა, მათმა ქმედებებმა გამოიღო ისეთი შედეგი, რომელიც აშკარად რუსეთის ინტერესებში შედის.
სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების დროს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი წაიღო. ეს არის ვითარება, რომელიც თვალსაწიერ მომავალში არ შეიცვლება და ამან საქართველოს ლტოლვა ნატოსა და ევროკავშირისკენ თითქმის აუხდენელ იცნებად აქცია" - განაცხადა მიტჩელმა.
P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE -ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით