5-04-2018
ინტერნეტ გაზეთ „მეტრონომის“ ოფისი გაქურდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მეტრონომის“ მთავარმა რედაქტორმა გენო ჯოხაძემ განუცხადა, ოფისიდან წაღებულია სამუშაო კომპიუტერები, რის გამოც ინტერნეტ გამოცემის მუშაობა შეფერხებულია.
„როდესაც დილით მოვედით, ოფისი გაქურდული დაგვხვდა. წაღებულია 5 ლეპტოპი და ერთი ფიტოაპარატი. ამჟამად რედაქცია პარალიზებულია.
ადგილზე კრიმინალური პოლიცია არის მობილიზებული და მომხდარ ფაქტს სწავლობენ. თანამშრომლებს არ გვეძლევა შიგნით შესვლის საშუალება. გამომძიებლებმა უკვე გამოგვკითხეს.
როგორც ჩანს, შენობაში შესულები არიან სარკმლიდან, რადგანაც ის შენგრეულია. ოფისის ტერიტორიაზე კამერები გვაქვს დამონტაჟებული, თუმცა ის ადგილი საიდანაც შესულები არიან, არ ჩანს კამერებზე“, - განაცხადა გენო ჯოხაძემ.