გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი ტყიბულში მომხდარი შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს

5-04-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
პრემიერის თქმით, ინციდენტისას დაშავებულებს სათანადო მკურნალობა უტარდებათ.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 ადამიანის დაღუპვის გამო. 
ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. 
სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ ცხედრების უმოკლეს ვადებში გამოსაყვანად. დაშავებულებს სათანადო მკურნალობა უტარდებათ და კეთდება მაქსიმუმი მათი ჯანმრთელობისთვის“- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930