გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ექსკლუზივი
ეკატერინე ტიკარაძე: ლილოს ბაზრობაზე 3 800 ადამიანი გამოვიკვლიეთ, საიდანაც კორონავირუსი მხოლოდ 5-ს დაუდასტურდა

31-07-2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ლილოს ბაზრობაზე და სხვა ბაზრობების ტესტირებაზე ისაუბრა. ტიკარაძის თქმით, ლილოს ბაზრობაზე უკვე 3 800 ადამიანია გამოკვლეული, საიდანაც კორონავირუსი მხოლოდ 5-ს დაუდასტურდა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ტესტირება სხვა ბაზრობებზე პარალელურ რეჟიმში გრძელდება, თუმცა გამომდინარე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან, სხვა ბაზრობებზე მასშტაბური კვლევა არ იგეგმება.

„თუმცა რანდომული კვლევის თანახმად, ჩვენ ვგეგმავთ თბილისში სხვა ბაზრობებზე 200-მდე ადამიანის ტესტირებას და ასევე გავაგრძელებთ ტესტირებას იმის მიხედვით, თუ რა მონაცემები იქნება აკრეფილი ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დინამოს ბაზრობაზე ტესტირება უკვე დაწყებულია. დანარჩენ ბაზრობებზე კი იმის მიხედვით დაიწყება, თუ როგორი იქნება ეპიდსიტუაცია ბაზრობების მონაცემებიდან გამომდინარე.

საქართველოში კორონავირუსის 1 168 შემთხვევაა რეგისტრირებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 940-ს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 17 ადამიანი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930