გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაჩალიაშვილის დედა: თამარმა მამამისს ელექტროშოკი სთხოვა

31-07-2020

„გაუჩინარებამდე წინა ღამეს ძალიან პესიმისტურად იყო, ძალიან დათრგუნული იყო“, - ამის შესახებ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გადაცემა „პოლიმეტრთან“ საუბარში განაცხადა

გარდაცვლილის დედის თქმით, გოგონას წინა ღამეს დასაძინებლად დამამშვიდებელი მედიკამენტი მისცა.

„ავსტრიელებთან, რომ მუშაობა შეწყვეტილი ჰქონდა ახლახან გავიგე. უმეტეს დროს კომპიუტერთან ატარებდა, გაუჩინარებამდე წინა ღამეს ძალიან პესიმისტურად იყო, დათრგუნული იყო, ფიქრებსა და თავის პრობლემებში იყო. დაძინებაც გაუჭირდა მახსოვს, 2 აბი ვალერიანი მივეცი. შემდეგ დაიძინა და დილით ეძინა ჩვეულებრივ. ტელეფონი გამორთული არასოდეს ჰქონდა, ხმა ჰქონდა ხოლმე ჩაწეული და ამაზე ხშირად ვეჩხუბებოდი“, - აღნიშნა თამაზაშვილმა.

თამაზაშვილის ვარაუდით, გზის გადაკეტვისა და აქციის გამართვის შემდეგ იძულებულნი გახდნენ, რომ გარდაცვლილის ავტომობილი გამოეჩინათ.

„დარწმუნებულიო ვარ, რომ იციოდნენ, სადაც იყო ავტომობილი, არ ამბობდნენ შეგნებულად“, - აღნიშნა თამაზაშვილმა.

რაც შეეხება ბაჩალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომაფრეობას, გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მას არ ჰქონდა გულთან დაკავშირებული პრობლემები.

„ნერვიულობის ნიადაგზე შესაძლოა წნევაც ჰქონდა და არითმიაც, ვერ გეტყვით“, - აღნიშნა თეონა თამაზაშვილა.

ბაჩალიაშვილის დედის ინფორმაციით, გარდაცვლილმა გოგომ მამას ელექტროშიკი სთხოვა.

„მამამისს სთხოვა, რომ თუ შეგიძლია ელექტროშოკი მიშოვოო.მამამისმა მოუტანა და რამდენადც ვიცი ატარებდა, მაგრამ იმ დღეს ჰქონდა თუ არა არ ვიცი. ეს ელექტროშოკი სახლში არ არის, არ ჩანს. ყოველშემთხვევისთვის მქონდესო, ასე თქვა“, - განაცხადა თამაზაშვილმა და დასძნა, რომ გარდაცვლილს რამე განსაკუთრებული საფრთხე არ უხსენებია.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ, რომლებმაც ბაჩალიაშვილის ავტომობილში წერილი იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილის მამა პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აღნიშნავს, რომ მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930