გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
შალვა ხაჭაპურიძე: გაიხსენოს ზურაბ ადეიშვილმა, როგორ ავუჭედეთ უნივერსიტეტის კარი მექრთამეობის გამო გოკა გაბაშვილის მამას, კოტე გაბაშვილს

2-08-2020

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში იხსენებს, როგორ აუჭედეს უნივერსიტეტის კარი კოტე გაბაშვილს "მექრთამეობის გამო".


ხაჭაპურიძე კოტე გაბაშვილს და მის შვილს, გოკა გაბაშვილს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის მონაწილეობაშიც ადანაშაულებს.


"გოკა გაბაშვილი ის კაცი რა არის, მამამის კოტესთან ერთად ავტომატით ხელში რომ დარბოდა ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დასამხობად?


გოკა გაბაშვილი იმ კოტე გაბაშვილის შვილი არ არის, რომელიც განათლების მინისტრის მოადგილე ბრძანდებოდა და პირადად მე მოვუწყვე მიტინგი მექრთამეობისა და კორუმპირებულობის გამო? მერე ვახტანგ გოგუაძე მომიგზავნა და მეხვეწებოდა, შემეშვიო! ჩემ კურსელ ზურაბ ადეიშვილს არ ახსოვს, კოტე გაბაშვილს რატომ ავუჭედეთ უნივერსიტეტის კარი? იმიტომ ავუჭედეთ, რომ კორუმპირებული იყო" - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930