5-08-2020
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები სავაჭრო ობიექტებში ფრინველის ხორცისა და კვერცხის შენახვისა და რეალიზაციის პირობებს ამოწმებენ. ინსპექტირება ტარდება როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე უბნის მაღაზიებში. დღეისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოწმებულია 150-მდე ობიექტი, რომელთაგანაც 40-ში იმპორტირებული ფრინველის ხორცის შეფუთვის გარეშე განთავსების - ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. ბიზნესოპერატორების მიმართ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ამავდროულად, სააგენტოს წარმომადგენლებმა სარეალიზაციო ქსელიდან აიღეს ფრინველის ხორცის ნიმუშები, რომელსაც ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სახელმწიფო კონტროლს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები და, შესაბამისად, მომხმარებლის ინტერესები და ჯანმრთელობა.