გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამართალდამცველებმა საცხოვრებელი სახლების გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს

6-04-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ს., ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული ლ.ჯ. და 1998 წელს დაბადებული ი.ე. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, მიმდინარე წლის 29 მარტს, წალენჯიხაში, 3 საცხოვრებელი სახლი გაქურდეს და სხვადასხვა სახის ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში ამოიღეს. ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული ი.ე.-ს მფლობელობაში არსებული ავტომობილიც, რომლითაც დანაშაულებრივი ჯგუფი გადაადგილდებოდა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები

გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით 2017 წელს?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031