6-08-2020
იუმორისტ ბაკურ სვანიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" დროს "კომედი ჯგუფს" დირექტივებს ვანო მერაბიშვილი აძლევდა:
"დაგიძახებდა ტელევიზიის ხელმძღვანელი და გეტყოდა, ესა და ეს ადამიანი გაასაზიზღრეთ, გააპარტახეთ, რაც შეიძლება დამამცირებლად იხუმრეთ მასზეო... ვანო მერაბიშვილისაგან მოდიოდა დირექტივა, თუ ვინ უნდა დაემცირებინათ... რაც უფრო დამამცირებელ ხუმრობას მოიფიქრებდი, მით უფრო დიდ პრემიას გიწერდნენ" - ამბობს სვანიძე.
ის 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევასაც იხსენებს და აცხადებს, რომ "კომედი ჯგუფის" წევრების რეაქცია დარბევის ყურებისას არაადექვატური იყო.
"დიდ მონიტორზე ვუყურებდით 7 ნოემბრის მიტინგის დარბევას და "კომედი ჯგუფის" ბიჭები, უკლებლივ ყველა ყვიროდა - ჩახოცეთ! მოკალით! თავ-ყბა დაუმტვრიეთ მაგათი დედაც! - აი ასე ესალმებოდნენ ხალხის დარბევას! 7 ნოემბრის შემდეგ ვანო ჯავახიშვილმა ვანო მერაბიშვილი მიიწვია გადაცემაში, დასხდნენ და ხალხის დარბევის თემებზე დაიწყეს ხუმრობა და "კაიფი." მსოფლიოში არ არსებობს ანალოგი, რომ რომელიმე იუმორისტულ შოუში ვინმეს მიტინგის დარბევაზე და ხალხის ცემაზე ხუმრობა აეწყოს"-აცხადებს სვანიძე.
წყარო: გაზეთი "ახალი თაობა"
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით