გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივლისის თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 213 ფაქტი გამოვლინდა

8-08-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 213 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი, 77 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 49 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში - 26, აჭარაში - 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 14, შიდა ქართლში -11, ქვემო ქართლში - 9, მცხეთა-მთიანეთში - 8, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 3, გურიაში კი,1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1 000მ3-ზე მეტი ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 28 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 10 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930