გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილისა და მისი მამის, აფხაზეთის ომის მონაწილის, ბადრი გზირიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა

8-08-2020

თბილისში, ვარკეთილის მე-2 მიკრო რაიონში, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივითა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილისა და მისი მამის, აფხაზეთის ომის მონაწილის, ბადრი გზირიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა.

ვახტანგ გზირიშვილი სოფელ ტბეთთან, 2008 წელს რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად ბრძოლის ველიდან დაჭრილი სამხედროების სამშვიდობოზე გამოყვანისას დაიღუპა. ვახტანგ გზირიშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და მედლით "სამშობლოსათვის თავდადებული".

მამა-შვილი გზირიშვილების ქუჩის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტისა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კობა კობალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი, გზირიშვილების ოჯახის წევრები, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები და საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლები.

გახსნის ცერემონიის შემდეგ, ამავე ქუჩაზე მდებარე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში, გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდიც აღევლინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930