გაიგე განსხვავებული

შაბათი, აპრილი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
"უცებ მიშამ ჯიბიდან "სელპაკის" ხელსახოცი ამოიღო და ჯერ ჭამა, შემდეგ კი ფურთხება დაუწყო" - რას იხსენებს ქიბარ ხალვაში სააკაშვილთან შეხვედრაზე და როგორ დასცინოდა მიშას ირაკლი ოქრუაშვილი

9-08-2020

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირველ წლებში საქართველოში ჰიგიენური საშუალებების იმპორტს ახორციელებდა, გაზეთ "კვირის ქრონიკასთან" საუბარში სააკაშვილთან შეხვედრის ერთ ფრაგმენტს იხსენებს:


"ერთხელ საფრანგეთში გამოფენაზე მივფრინავ, შევედი თვითმფრინავში და დავჯექი... მაშინ მიშას თვითმფრინავი არ ჰყავდა, კაი ბიჭის იმიჯს ირგებდა და ამავე თვითმფრინავში ამოვიდა.


დამინახა, მოვიდა და მეკითხება - სად მიდიხარო, ჩემთან გადმოჯექი, მომიყევი ბიზნესში რა ხდებაო...


მელაპარაკება, ძალიან ნორმალური და პრეზიდენტული შეკითხვები აქვს... უცებ ჯიბიდან ამოიღო ერთჯერადი ხელსახოცების შეფუთვა, ამოიღო იქედან ერთი ცალი, ჩაიდო პირში და ღეჭავს. ვერ ვუყურებ, მრცხვენია, ფანჯარაში ვიხედები.


პრეზიდენტი კაცი ცხვირსახოცს რომ ღეჭავს და იფურთხება, ამ დროს რა უნდა ქნა?.. მიშა ნამდვილად კლინიკური შემთხვევაა... მერე ოქრუაშვილი დასცინოდა ჩემთან, - მიშა შენი მაგარი კლიენტიაო... მაშინ ხომ "სელპაკს" - ერთჯერად ცხვირსახოცებს ჩემი ფირმა ყიდდა" - იხსენებს ქიბარ ხალვაში.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930