გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
„ძალიან საპატივცემულო ადამიანია მამაჩემი, თენგიზ კიტოვანი და სიგუაც…“ – ნათია კიტოვანი

10-08-2020

„ალია“ ესაუბრება, საქართველოს ყოფილი თვადაცვის მინისტრის, თენგიზ კიტოვანის ქალიშვილს, მხატვარ ნათია კიტოვანს:


– მამაჩემს რომ დაბადების დღე მივულოცე, დამცხეს და გადამიარეს, ზვიადისტები მყოლიან შემომძვრალნი, აი, მიულოცა დაბადების დღე და დაესიეთო… თურმე ეს მანანას ჯგუფი, მდედრიონი, თუ მამრიონი, ჩასაფრებულები ყოფილან, წავიდა ლანძღვა-გინება.


კარგი იყო ის, რომ გამოჩნდა რა დონის ხალხია. მივულოცე დაბადების დღე, რატომაც არა, ვგიჟდები მამაჩემზე და ძალიან მიყვარს.


მამაჩემი მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო, თენგიზ სიგუასთან ერთად გადაუდგა ზვიადს… ძალიან სერიოზული თემა იყო, სერიოზული ბრალდება იყო მაშინ გამსახურდიაზე. რუსეთში მოხდა გადატრიალება, ელცინი იყო დასავლეთის კაცი, რომელმაც დაიწყო საბჭოთა კავშირის დემონტაჟი.


საბჭოთა კავშირის აღდგენის მომხრე დაჯგუფება იყო იაზოვის თამადობით, რომელსაც სურდა გადატრიალება. მაშინ იყო, ზვიადმა დაიბარა თენგიზი და უთხრა, რომ უნდა დაიშალოს ქართული ჯარი. მამაჩემმა უარი უთხრა და გადაუდგა მაგის გამო.


იაზოვმა გამოაცხადა კიდეც, გამსახურდია ჩვენ მხარეს არისო, ჩამოთვალა რესპუბლიკები, ვინც მისცა ხმა საბჭოთა კავშირის აღდგენას და ჩვენდა სამარცხვინოდ ზვიად გამსახურდია მათ რიგში იყო. გადავრჩით, ედუარდმა და ელცინმა დაამარცხა იაზოვი და მთელი დაჯგუფება. იმას რომ მოეგო რუსეთში, მამაჩემს თავის გვარდიასთან ერთად დამარხავდნენ აუცილებლად, რუსის ჯარს შემოიყვანდნენ და ასე დამთავრდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობა.

ძალიან საპატივცემულო ადამიანია მამაჩემი, სიგუაც…


მთელი ეს დემოკრატიული ძალები, ჭაბუა ამირეჯიბი და რეზო ჩხეიძე იყვნენ მოღალატეები, თურმე და ყველაზე საამაყო ქართველებზე იყო გალაშქრება, პატრიარქის თამადობით, თუმცა, მაშინაც ფეტიშმა გადაძლია საზოგადოების ნაწილს. ამ საზოგადოებაში იქნება ამოტივტივდეს გონიერი და მადლიანი ადამიანი, რომელსაც ღმერთიც მიეხმარება, რომ საზოგადოება გააერთიანოს.


შეიძლება ღმერთმა ესეთი ადამიანი გამოგვიგზავნოს. გამაგრება გვჭირდება, ძალიან დაქსაქსულები ვართ. ერთმანეთის გატანისთვის და დახმარებისთვის უნდა ვიყოთ განწყობილნი და არა მთავრობების დასახმარებლად, მთავრობები ისედაც კარგად არიან, მაღალ ხელფასსაც იღებენ და მშვენივრად არიან.


– ახლა დამოუკიდებლები ვართ?


– ჩვენ გვეგონა რომ ამერიკაა თავისუფლება და დასავლეთისკენ წასვლა. პირველი ამოცანა იყო რუსეთიდან გამოსვლა და ამაში ზვიადსაც აქვს წვლილი, რეფერენდუმი ჩაატარა, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო… ეტყობა ამ 200 წლიანმა მონობამ მენტალიტეტი ჩამოგვიყალიბა ისე, რომ ვიღაცა გვჭირდება – პატრონი, ან არ გვჯერა საკუთარი თავის, ან ზარმაცები ვართ. უცებ გადავეშვით მეორე უკიდურესობაში.


– ან უბრალოდ ეროვნული მთავრობა არ გვყავს?


-არ გვყავს კი, ასეა. ამიტომ არ არის ჩემი საქართველო „ქართული ოცნება“, რადგან ეს არ არის ქართული.




alia.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930