გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
ვინ არის მსოფლიოს მერვე საოცრებად წოდებული "პალმა ჯუმეირას" ქართველი კონსტრუქტორი - "სამწუხაროა, რომ მას საქართველოში არ იცნობენ"

10-08-2020

"სამ­წუ­ხა­როა, რომ მსოფ­ლი­ოს ამ "მერ­ვე სა­ოც­რე­ბის" შე­სა­ხებ არ­სე­ბულ უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ხში­რად არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის ვი­ნა­ო­ბა. სწო­რედ მან მო­ა­ხერ­ხა იმ კონ­სტრუქ­ცი­ის დაპ­რო­ექ­ტე­ბა, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც ყუ­რე­ში ნი­ა­და­გის და­მაგ­რე­ბა მო­ხერ­ხდა, რათა მიწა ზღვას არ წა­ე­ღო. სამ­წუ­ხა­როა ისიც, რომ ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი თა­ვი­სი გე­ნი­ა­ლუ­რი კონ­სტრუქ­ცი­ის შე­დე­გე­ბის ნახ­ვას ვერ მო­ეს­წრო. უფრო სამ­წუ­ხა­როა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეთ დიდ პი­როვ­ნე­ბას არ იც­ნო­ბენ" - ამ­ბობს ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­კო­სი რუ­სუ­დან და­უშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვილ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბებს გვაწ­ვდის:


- მას შემ­დეგ, რაც ძვ.წ. II ს-ში მსოფ­ლი­ოს შვი­დი სა­ოც­რე­ბის სია შედ­გა, არა­ერ­თხელ იყო ამ სიის შეც­ვლის და შევ­სე­ბის მცდე­ლო­ბა. XXI-ე სა­უ­კუ­ნის "მსოფ­ლი­ოს მერ­ვე სა­ოც­რე­ბად" მიჩ­ნე­უ­ლია სპარ­სე­თის ყუ­რე­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი "პალ­მა ჯუ­მე­ი­რა", ეს არის ზღვა­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი პალ­მის ფორ­მის ხე­ლოვ­ნუ­რი კუნ­ძუ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ასე­ვე ხე­ლოვ­ნუ­რი ატო­ლით არის შე­მო­ფარ­გლუ­ლი. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ადა­მი­ა­ნის ხე­ლით შექ­მნი­ლი ეს მე­ო­რე ძეგლია, დიდი ჩი­ნუ­რი კედ­ლის შემ­დეგ, რო­მე­ლიც კოს­მო­სი­დან ჩანს. ამ უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცე­ლე­ბუ­ლია პრე­სის, ტე­ლე­ვი­ზი­ის, ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა ყვე­ლამ არ იცის, რომ ამ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე, ემიგ­რან­ტი ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში უკეთ იც­ნო­ბენ ოთა­რის ძმას, ამე­რი­კელ ბიზ­ნეს­მენ გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვილს, რო­მე­ლიც ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და 2001 წელს ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მი­აც და­ა­არ­სა. გივი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის სა­არ­ქი­ვო კო­მი­სი­ის წევ­რი იყო.


ოთა­რის და გი­ვის მამა სო­ლო­მონ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი ეროვ­ნუ­ლი არ­მი­ის პოლ­კოვ­ნი­კი, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კომ­ტე­ტი­სა და სამ­ხედ­რო ცენ­ტრის წევ­რი და 1924 წლის აგ­ვის­ტოს აჯან­ყე­ბის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. აჯან­ყე­ბის და­მარ­ცხე­ბი­სა და სის­ხლში ჩახ­შო­ბის შემ­დეგ სას­ტი­კი რეპ­რე­სი­ე­ბი და­ი­წყო. სო­ლო­მონ­მა ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის შე­ფი­ცუ­ლებ­თან ერ­თად სა­ი­დუმ­ლოდ და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო და თურ­ქე­თის გზით საფ­რან­გეთ­ში გა­ი­ხიზ­ნა. მალე საფ­რან­გეთ­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­უღ­ლე მარი ხირ­სე­ლი და შვი­ლე­ბი გივი და ოთა­რიც ჩა­ვიდ­ნენ. გივი 5 წლის იყო, ოთა­რი 2-ის, როცა სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­იყ­ვა­ნეს. საფ­რან­გეთ­ში 17 წელი იცხოვ­რეს, მაგ­რამ ბავ­შვებ­მა ქარ­თუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბა და ენა შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს. ყო­ველ კვი­რას დედა ქარ­თულ სა­დილს ამ­ზა­დებ­და და მათ ოჯახ­ში ქარ­თვე­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. II მსოფ­ლიო ომის დროს უამ­რავ სხვა ემიგ­რან­ტთან ერ­თად სო­ლო­მო­ნიც ჩა­ე­ბა ტყვე­თა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის კამ­პა­ნი­ა­ში. ქარ­თველ ტყვე­თა გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად რუ­მი­ნეთ­შიც ჩა­ვი­და და 500 ქარ­თვე­ლის ბა­ნა­კი­დან გა­მოყ­ვა­ნას დიდი ბრძო­ლით მი­აღ­წია, მაგ­რამ და­ა­ვად­და და 1941 წელს ბუ­ქა­რეს­ტის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ტვი­ნის ან­თე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.


- რო­გორ  ამე­რი­კა­ში აღ­მოჩ­ნდნენ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლე­ბი?

 

- სო­ლო­მონ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ და ვაჟ­მა გი­ვიმ 1947 წელს და­ტო­ვეს ევ­რო­პა და ამე­რი­კა­ში გა­და­სახ­ლდნენ, სა­დაც უკვე ცხოვ­რობ­და ოთა­რი. საფ­რან­გეთ­ში სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბულ­მა გი­ვიმ სწავ­ლა ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ნაგ­რძო. უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მა­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გი­ვიმ ბიზ­ნესს მიჰ­ყო ხელი. გი­ვი­ზე სამი წლით უმ­ცრო­სი ოთა­რი 1922 წელს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და, პა­რი­ზის უმაღ­ლე­სი ტექ­ნი­კუ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ამ­თავ­რა, შემ­დეგ სწავ­ლა სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სტეტ­ში გა­აგ­რძე­ლა. გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო დიდი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის, მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი­სა და ვე­კუ­ას შრო­მე­ბით და მათ თე­ო­რი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით 1952 წელს სა­ხელ­გან­თქმულ ავი­ა­კონ­სტრუქ­ტორ ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლიშ­ვილ­თან ერ­თად სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია და­იც­ვა, აე­რო­დი­ნა­მი­კა­სა და ნი­ა­და­გის მე­ქა­ნი­კა­ში.


სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბას­თან ერ­თად, 1949 წელს ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვილ­მა მუ­შა­ო­ბა ბოს­ტონ­ში, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში და­ი­წყო. 1952 წელს კომ­პა­ნი­ის პარტნი­ო­რი გახ­და, 1964-89 წელს კი - პრე­ზი­დენ­ტი, 1989-1997 წლებ­ში დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით 25 ინ­ჟი­ნე­რი სხვა­დას­ხვა დიდ სამ­შე­ნებ­ლო პრო­ექ­ტებს ახორ­ცი­ე­ლებ­და. ზალ­დას­ტა­ნიშ­ვილს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს პრო­ექ­ტე­ბის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა - 1000-ზე მეტი ამე­რი­კა­ში, ევ­რო­პა­ში, აფ­რი­კა­სა და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში. მათ შო­რი­საა: ბოს­ტო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი, ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტა­დი­ო­ნი­სა და ბრა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მო­ი­ჰა­ნის აუ­დი­ტო­რი­ის აღ­დგე­ნის პრო­ექ­ტე­ბი, სა­სახ­ლე­ე­ბი ვა­შინგტონ­სა და ამე­რი­კის სხვა ქა­ლა­ქებ­ში, მაღ­ლი­ვი შე­ნო­ბე­ბი საფ­რან­გეთ­ში, ალ­ჟირ­ში, ერაყ­ში და ბო­ლოს, "ჯუ­მე­ი­რას" გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა სა­უ­დის არა­ბეთ­ში. ის იყო პი­ო­ნე­რი სამ­შე­ნებ­ლო კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის ტექ­ნი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ავ­ტოს­ტრა­დის ზედა სივ­რცის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და. მის სა­ხელს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ინო­ვა­ცი­ე­ბი უკავ­შირ­დე­ბა.


რაც შე­ე­ხე­ბა "ჯუ­მე­ი­რას", მას "პალ­მა" ეწო­დე­ბა იმი­ტომ, რომ 2 და­შო­რე­ბუ­ლი კუნ­ძუ­ლი დუ­ბა­ის სა­ნა­პი­როს­თან 17-ტო­ტი­ან პალ­მის ხეს ქმნის. იგი ნა­ხე­ვარ­მთვა­რის ფორ­მის რი­ფე­ბით არის გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი, თვი­თონ არ­ქი­პე­ლა­გი 200 კუნ­ძუ­ლი­სა­გან შედ­გე­ბა. არ­ქი­პე­ლაგ­ზე 100 ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­როა, ათა­სი ვილა, პენ­ტჰა­უ­ზი და 5.000 კერ­ძო ბინა. პალ­მა­ზე ბევრ ცნო­ბილ პი­როვ­ნე­ბას აქვს სა­კუთ­რე­ბა. ერთ-ერთი პირ­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ ბექ­ჰე­მე­ბი, რომ­ლებ­მაც აპარ­ტა­მენ­ტებ­ში 12 მი­ლი­ო­ნი გირ­ვან­ქა გა­და­ი­ხა­დეს. ბოლო წლე­ბის სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ო­ბაა "პალ­მა­ზე" მო­წყო­ბი­ლი სა­ა­ხალ­წლო ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბი.


სამ­წუ­ხა­როა, რომ მსოფ­ლი­ოს ამ "მერ­ვე სა­ოც­რე­ბის" შე­სა­ხებ არ­სე­ბულ უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ხში­რად არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის ვი­ნა­ო­ბა. სწო­რედ მან მო­ა­ხერ­ხა იმ კონ­სტრუქ­ცი­ის დაპ­რო­ექ­ტე­ბა, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც მო­ხერ­ხდა ყუ­რე­ში ნი­ა­და­გის და­მაგ­რე­ბა, რომ მიწა ზღვას არ წა­ე­ღო. უფრო სამ­წუ­ხა­როა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეთ დიდი პი­როვ­ნე­ბას არ იც­ნო­ბენ. მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას მხო­ლოდ ერთი ქარ­თუ­ლი გა­ზე­თი გა­მო­ეხ­მა­უ­რა მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ნეკ­რო­ლო­გით. ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ 83 წლის ასაკ­ში 2005 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, იგი მაუთ ობურ­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს. დაკ­რძალ­ვას მსოფ­ლი­ოს უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე და­ეს­წრო.

 

 

 

 ambebi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930