გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედისა და ძმის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

10-04-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედისა და ძმის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედისა და ძმის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ჯ.ყ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. 
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 7 იანვარს, ღამის საათებში, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ჯ.ყ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას, დედაზე და ძმაზე განახორციელა ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულებმა ფიზიკური ტკივილი განიცადეს. 
სამართალდამცველებმა ჯ.ყ. 2018 წლის 9 იანვარს, ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა. 
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯ.ყ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031