გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გედევან ფოფხაძე: უკან დასახევი არაფერი მჭირს

10-04-2018


საპარლამენტო უმრავლესობის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, მას მმართველი გუნდის წევრებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ შიდა საუბარია საჭირო.

 

„მე არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ჩემი განცხადებით შეურაცხყოფილია, ეს პერსონალურად თქვას, მე ჩემი პოზიცია მაქვს და ამ პოზიციას კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ. უმრავლესობაზე, არ მგონია, რომ პირობებით უნდა დავიწყოთ საუბარი. წინა მოწვევის პარლამენტში „თავისუფალ დემოკრატებში“ ვიყავი, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დატოვეს, მე არ ჩავთვალე საჭიროდ, დამეტოვებინა უმრავლესობა, 76-ე მანდატი იყო ჩემი მანდატი და მაშინ უმრავლესობა შენარჩუნდა. მე მგონია, რომ ახლა პირველ რიგში, უნდა დავილაპარაკოთ. უკან დასახევი არაფერი მჭირს“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბრისას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031