13-08-2020
ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო - განცხადებას ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, 13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ, მედია საშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას"-ნათქვამია განცხადებაში.