გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვეყნის მასშტაბით უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს

10-04-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 6 აპრილიდან, დღემდე უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს.


მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ საიმერლოს მიმდებარედ, მდინარე ხრამზე, მოქალაქეები ნავიდან თევზჭერას ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახორციელებდნენ. დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების ადგილზე მისვლის შემდგომ, მოქალაქეებმა გადააგდეს ელექტროშოკური აპარატი და ავტომანქანით შეეცადნენ მიმალვას. ხოლო, დევნის პროცესში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ავტომანქანაზე მოახდინეს შეჯახება. გაწეული ფიზიკური წინააღმდეგობის მიუხედავად, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მოქალაქეები დააკავეს.


ამოღებულია გასაბერი ნავი, 2 ერთეული აკუმულატორი, 2 ერთეული ნიჩაბი, ჩოგანი და მოპოვებული 20 კგ. თევზი. მათ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები ასკ-ის 86-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 2000-4000 ლარს და 84-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჯარიმას 5000 ლარს. ამასთან ავტომანქანის მძღოლის მიმართ, დეპარტამენტის თანამშრომელთათვის უფლება-მოვალეობების განხორციელებაში ხელის შეშლის გამო, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ასკ-ის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილით ლ, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 5000 ლარის ოდენობით.


დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამტრედიისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს. მდინარე გუბისწყალსა და შავღელეზე მოქალაქეები თევზჭერას ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით ახორციელებდნენ. ხოლო, მდინარე რიონზე მოქალაქე თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოს გამოყენებით მოიპოვებდა თევზს.


გარემოსათვის მიყენებული ზიანის დადგენის შემდგომ, მასალები შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031