გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ქუმსიშვილი დუბაის საინვესტიციო ფორუმზე საქართველოს სტენდს ეწვია

10-04-2018

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტით იმყოფება, დუბაის საინვესტიციო ფორუმზე არსებული საქართველოს სტენდი დაათვალიერა, რომელიც სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითაა განთავსებული.

წლევანდელ გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილია როგორც უშუალოდ „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო ჯგუფით, ასევე კერძო სექტორით.

გარდა ამისა, გაიმართა შეხვედრები პოტენციურ ინვესტორებთან, სადაც განხილული იყო საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, განსაკუთრებით უძრავი ქონების და ტურიზმის მიმართულებით. ასევე, ფორუმის ფარგლებში პირველად გაიმართა პრეზენტაცია, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და კერძო კომპანიებმა წარმოადგინეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და მიმდინარე პროექტები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031